ATM and POS Banking Equipment Service Technician – Kakheti
BS/2 Georgia
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე კახეთში (თელავი, წნორი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი).
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, „Penki Kontinentai“, ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი https://bs2.lt/ge/career/
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენებაანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250-2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
დაბალი წვის ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
კარირეული განვითარებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;შესრულებული სამუშაოზე მიბმულ საბონუსე სისტემას;ლოიალობის პროგრამებს;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;ავტომობილის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;Fitpass-ის 50%-იან თანადაფინანსებას;სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.