← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი

პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ

კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი და პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი. ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 ** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა; ** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან; ** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი; ** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული); ** სასურველია, გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი გისურვებთ წარმატებას

განაცხადის გაგზავნა →