← ყველა ვაკანსია

სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი

ფიზი

კომპანია "ფიზი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. დამსაქმებლის შესახებ: ქართული ბრენდი, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს წყლის კარბონაციის აპარატებსა და გამორჩეულ უალკოჰოლო სასმელებს, ეძებს გუნდის ახალ წევრს! მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/fizzzy.georgia თუ გიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან, ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გსურს გაყიდვებში გამოცდილების მიღება - ეს ვაკანსია შენთვისაა! ვაკანსიის დეტალები: გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე 6 საათიანი გრაფიკით, (ცვლების მიხედვით, დღეების შეთანხმებით) ლოკაცია: ვაკე ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; ** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** მარაგების კონტროლი, პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება; ** სალარო აპარატთან მუშაობა; ** სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა; ** მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება; ** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა; ** პუნქტუალურობა; ** ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა; ** ორგანიზებულობა. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: contact@fizzy.ge და სათაურში მიუთითოთ - გაყიდვების კონსულტანტი.

განაცხადის გაგზავნა →