← ყველა ვაკანსია

პროდუქციის მენეჯერი

ასფარმა-საქართველო

ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე: ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ფუნქცია-მოვალეობები: ** ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა; ** გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება; ** ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა; ** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა; ** საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება; პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები; ** ანალიტიკური აზროვნება; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.

განაცხადის გაგზავნა →