← ყველა ვაკანსია

იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენელი

ინტერ ფარმა

ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე. მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან ** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა ** საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან ** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი; ** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; ** განვითარებაზე ორიენტირება ** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი. პირობები: ** ხუთდღიანი სამუშაო კვირა ** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე ** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე ** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები. დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.interpharmageorgia@gmail.com. სათაურში მიუთითეთ - რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.

განაცხადის გაგზავნა →