← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

მეგალაინი

სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ. აგლაძის ქ. №15 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 10:00-დან 19:00 საათამდე ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უძრავი ქონების, მათ შორის კომერციული ფართების ბაზრის კვლევა და ანალიზი; ** პოტენციური მოიჯარეების მოძიება და მათთან კომუნიკაცია; ** მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სამიზნე სეგმენტების განსაზღვრა; ** კომერციული და საოფისე ფართების გაქირავების პროცესის მართვა; ** პოტენციური და მოქმედი მოიჯარეებისთვის ფართების შეთავაზება და პრეზენტაცია; ** საიჯარო პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა; ** მოქმედ მოიჯარეებთან საქმიანი ურთიერთობის მართვა; ** გაქირავების მიმართულებით არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის წარმოება და განახლება; ** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების გაქირავების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების იჯარის მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** კომერციული ფართების გაქირავების პროცესის სრული ციკლის ცოდნა; ** მოიჯარეებთან კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობის მართვის გამოცდილება; ** კომერციული პირობების შეთავაზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** უძრავი ქონების ბაზრისა და კომერციული ფართების გაქირავების სპეციფიკის ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პრეზენტაბელურობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** კლიენტებთან და პარტნიორებთან პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge. ელექტრონული წერილის Subject Line-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია — "გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →