← ყველა ვაკანსია

დიზაინერი

დეკორ-პლასტი · ბათუმი, ხელვაჩაური

შპს "დეკორ-პლასტი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე პენოპლასტის საწარმოში. სამუშაო ადგილი: ბათუმი, ხელვაჩაური აუცილებელი მოთხოვნები: ** CorelDRAW-ის ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფად ათვისების სურვილი. თუ კანდიდატს CorelDRAW-ში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მზად ვართ უზრუნველვყოთ მისი გადამზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს ხატვის ნიჭი, შემოქმედებითი ხედვა და დიზაინის მიმართ ინტერესი. სამუშაო გრაფიკი:ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00 ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1500 ლარი 3 თვის შემდეგ ხელფასის ზრდის პერსპექტივა. თუ გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, დაგვიკავშირდით ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 593 36 37 39 ელ. ფოსტა: ramaz.iremadze1974@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →