სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი
ბარ-რესტორანი Talkers
"თოქერსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, 18ა თამარ მეფის გამზირი
ჩვენ შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური და მზარდი ჰოსფითალითი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 5+ გამორჩეულ ობიექტს! ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ სერვისის სუპერვაიზერს/მენეჯერს. თუ გაქვს დასამახსოვრებელი პიროვნული მახასიათებლები, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და გიყვარს სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა, მაშინ ჩვენი FOH (Front of House) გუნდის ლიდერად სწორედ შენ გეძებთ.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური მომსახურების პროცესების მართვა და გლუვი, შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა.
** ახალგაზრდული გუნდის მართვა, მოტივირება და პოზიტიური სამუშაო განწყობის შექმნა.
** ოპერაციული სტანდარტების (SOP) მკაცრი დაცვა, სახალისო და მეგობრული გარემოს შენარჩუნების პარალელურად.
** სტუმრებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და ნებისმიერი საკითხის სწრაფად/ეფექტურად მოგვარება.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და ახალი იდეების დანერგვა.
მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სუპერვაიზერი/მენეჯერი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსფითალითი/F&B სფეროში.
** "Funky" ხასიათი: ხარ ენერგიული, გამორჩეული, კომუნიკაბელური და ქმნი დადებით განწყობას გუნდსა და სტუმრებში.
** სტანდარტების პატივისცემა: გესმის, რომ თავისუფალი და პოზიტიური გარემო უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციული სტანდარტების (SOP) ზედმიწევნით ცოდნასა და შესრულებას.
** ენთუზიაზმი: გაქვს საქმის ყოველდღიურად უკეთესად კეთების სურვილი და მოტივაცია.
** ლიდერობა: გუნდური მუშაობის და ახალგაზრდა კადრების განვითარების ძლიერი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსებს შედეგების მიხედვით.
** მაღალ "თიფს" (Tips).
** ახალგაზრდულ, ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პერსონალის კვებას.
** ტრანსპორტირებას (ტაქსი) გვიან ცვლებში.
** კარიერული განვითარების და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას ჩვენს მზარდ ქსელში (5+ ობიექტი).
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: contact@talkers.bar; gregory.samgin@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Service Supervisor / Manager".