← ყველა ვაკანსია

უმცროსი კონსულტანტი

პისიშოპ.ჯი

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე. სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება; ** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა; ** პროდუქციის შესწავლა; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა; ** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. პიროვნული თვისებები: ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას ** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 900 ლარი + კვარტალური ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →