← ყველა ვაკანსია

მოლარე

პისიშოპ.ჯი

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე. სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება; ** სალაროში არსებული თანხის კონტროლი; ** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა; ** წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას ** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებ მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →