მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი - ღამის ცვლა
დაირექტ დებიტ ჯორჯია
"დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (ღამის ცვლა).
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
** სწრაფი გადახდის აპარატის მართვის სისტემის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** სწრაფი გადახდის აპარატის სიგნალიზაციის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
სავალდებულო საკლვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.
სამუშაო განრიგი: ოთხ ღამეში ერთხელ;
სამუშაო საათები: საღამოს 21:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106;
ხელფასი: ანაზღაურება ხელზე ასაღები 1, 520 ლარი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2026 წლის 15 ოქტომბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).