← ყველა ვაკანსია

მერჩენდაიზერი

გუდ კომპანი

შპს "გუდ კომპანი", ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი. სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით. კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: ანაზღაურება: 1200₾. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი მოვალეობები: ** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი. ** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა. ** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს. ** სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა. ** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kh.matsiashvili@gud.ge შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.

განაცხადის გაგზავნა →