← ყველა ვაკანსია

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი, 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი საქმიანობის აღწერა: ** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით; ** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება; ** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება; ** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება ** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის ძირითადი მოთხოვნები: ** აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ფლობა; ** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია) კომპანია გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ადგილი: გარე ობიექტებზე მუშაობა თბილისში სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00 სთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →