← ყველა ვაკანსია

უფროსი კონსულტანტი

ჰიპერმარკეტი Domino · თბილისი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები:კონსულტანტების მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი; მათ მიერ დავალებათა შესრულების კონტროლი, ხარისხის შეფასება;მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;სექციაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტების კონტროლი;დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება სასურველია;ელექტროობის მიმართულებით ცოდნა და/ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;პუნქტუალურობა;გუნდის მართვის უნარი; დისციპლინირებულობა;კომუნიკაბელურობა;გუნდური მუშაობის უნარი; პირობები:გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირაანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);კვება;Fitpass;უფასო ტრანსპორტირება; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/v3OsTRTc

განაცხადის გაგზავნა →