← ყველა ვაკანსია

ფლაერების გამვრცელებელი

Burtbushela · თბილისი, რუსთავი

"ბურთბუშელა — საბავშვო საფეხბურთო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფლაერების გამვრცელებლის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს საბავშვო საფეხბურთო სკოლას — ბურთბუშელას — ახალი მოსწავლეების მოზიდვაში. სამუშაო მოიცავს ინფორმაციული ფურცლების (ფლაერების) დარიგებას საზოგადოებრივ ადგილას (პარკი, სკვერი, ბავშვთა მოედანი და სხვ.), სადაც განთავსებული იქნება ჩვენი როლაფ-პოსტერიც. თქვენი ამოცანა იქნება მშობლებთან/დაინტერესებულ პირებთან მოკლე კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი სკოლის შესახებ. მოვალეობები: ** როლაფ-პოსტერთან ყოფნა და დღიური სამუშაო გრაფიკის დაცვა ** ფლაერების დარიგება დაინტერესებულ პირებზე (არა ყველასთვის ზედმეტად, არამედ სამიზნე აუდიტორიაზე — მშობლები პატარა ბავშვებით) ** სკოლის შესახებ მოკლე, მეგობრული ინფორმაციის მიწოდება ** დღის ბოლოს მოკლე ანგარიშის გაწევა (რამდენი ადამიანი დაინტერესდა/მოისმინა ინფორმაცია) ანაზღაურება: ** ფიქსირებული დღიური ანაზღაურება — 50 ლარი ** ბონუსი თითოეულ მოყვანილ (რეგისტრირებულ) მოსწავლეზე მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება ** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა ** სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში (არა სავალდებულო) დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მეილზე: burtbushela@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →