← ყველა ვაკანსია

ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი

თანამედროვე განათლების აკადემია

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფეხბურთის კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N4 სამუშაო გრაფიკი: 4 საათი კვირაში. კლუბის მიზნები: ** მოსწავლეებში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ინტერესის გაღვივება; ** ფეხბურთის საბაზისო უნარების განვითარება; ** გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარება; ** სპორტული ეთიკის, სამართლიანი თამაშისა და ერთმანეთის პატივისცემის კულტურის ხელშეწყობა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით; ** დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლის სივრცეში); ** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება; ** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება. საჭირო კომპეტენციები: ** მოტივირებული; ** განვითარებაზე ორიენტირებული. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება. ** მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ კლუბის საცდელ შეხვედრას. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი". თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →