← ყველა ვაკანსია

ჭადრაკის მასწავლებელი

თანამედროვე განათლების აკადემია

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ჭადრაკის მასწავლებლის პოზიციაზე კლუბისთვის I-VI კლასებისთვის. მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4 სამუშაო საათები: 16:00-18:00 სამუშაო გრაფიკი: 4 საათი კვირაში. კლუბის მიზნები: ** მოსწავლეებში ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების განვითარება; ** ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება; ** პრობლემების გადაჭრისა და დაგეგმვის უნარების განვითარება; ** მოთმინების, თვითკონტროლის, პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ან სპეციალური განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** I-VI კლასის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლის გარემოში). საჭირო კომპეტენციები: ** ტექნოლოგიების გამოყენების უნარი; ** მოტივირებულობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მიღებული განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება. ** მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ კლუბის საცდელ შეხვედრას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ჭადრაკის მასწავლებელი". შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში დაწესებულებამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →