სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი, მძღოლის დამხმარე/კურ.
მერანი
"მერანი" არის საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ზომისა და მოცულობის გზავნილების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია გუნდის გასაძლიერებლად აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
** სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი
** მძღოლის დამხმარე/კურიერი
ძირითადი მოვალეობები
სატვირთო ავტომობილის მძღოლი / კურიერი:
** გზავნილების მიღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიის წესების შესაბამისად;
** იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის გზავნილების დროული და უსაფრთხო მიწოდება;
** სხვადასხვა ზომისა და მოცულობის გზავნილების სატვირთო ავტომობილით ტრანსპორტირება;
** განსაზღვრული მარშრუტისა და ყოველდღიური დავალებების დროულად შესრულება;
** კომპანიის ავტომობილისა და გადაცემული გზავნილების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
მძღოლის დამხმარე / კურიერი:
** გზავნილების მიღება, ჩაბარება და აღრიცხვა;
** მძღოლის დახმარება გზავნილების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და მიწოდების პროცესში;
** გზავნილების უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და მომხმარებლისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
** ყოველდღიური სამუშაო დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მძღოლი / კურიერის პოზიციისთვის:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ორივე პოზიციისთვის:
** სასურველია კურიერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია თბილისის უბნებისა და გზების კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.
სამუშაო პირობები
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყოველდღიურ მარშრუტსა და სამუშაოს შესრულების ტემპზე.
ანაზღაურება — ფიქსირებული + ბონუსი:
** სატვირთო ავტომობილის მძღოლი / კურიერი: საშუალოდ 1, 500-2, 200 ლარი
** მძღოლის დამხმარე / კურიერი: საშუალოდ 1, 300-2, 000 ლარი
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@meranidelivery.ge
ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პოზიციაზე აგზავნით განაცხადს: "სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი" ან "მძღოლის დამხმარე/კურიერი".
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ავტომატურად აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის.