← ყველა ვაკანსია

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

Auto Home

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი ** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე ** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი შესასრულებელი ამოცანები: ** HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა; ** თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება; ** სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად; ** ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამშრომლების დამატება/ამოღება; ** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/მხარდაჭერა; ** თანამშრომელთა/კანდიდატთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება; ** შერჩევის სრული ციკლის მართვა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების და HR პორტალის (Self.ge) ცოდნა; ** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. კომპანია გთავაზობთ: ** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევას; ** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: jobsautohome@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →