← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ოტო მოტორსი

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213 ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე. სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება; ** პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება; ** დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი; ** პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; ** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; ** პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები; ** საბაზისო კომპიუტერული უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე; ** სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

განაცხადის გაგზავნა →