ტუტორი
სკოლა ახალი თაობა · თბილისი
სკოლა ახალ თაობაში ცხადდება ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ანაზღაურება შეთანხმებით.
ფუნქცია - მოვალეობები :
მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად; სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობებიი - კონსულტაციები. როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა; უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე; იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე; მონაწილეობა მიიჭოს დაგეგმილ აქტივობებში; დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან; დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; შესაბამისი უმაღლესი განათლება; კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები:
თავაზიანი; ენერგიული; ორგანიზებული; გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი; პასუხისმგებლიანი; შრომისმოყვარე; კომუნიკაბელური; პუნქტუალური;
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია (დასაქმების შემთხვევაში) :
პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია/ CV; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი) ფოტოსურათი ¾-ზე; კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი. ცნობა ნასამართლეობის შესახებ; ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ; ჯანმრთელობის ცნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე skolaaxalitaoba@gmail.com და შეგიძლიათ დარეკოთ +995 599 90 08 43; +995 577 172 294 (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).