კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Caucas Transport Solutions · თბილისი
„Caucas Transport Solutions“ (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.cts.ge
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა;ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას;კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი);სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.
სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 18:00)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@cts.ge
წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“