ელექტრო- ინჟინერი
ინსტა · თბილისი
Insta- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: ელექტრო-ინჟინერიადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოსამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი)ანაზაურება: 2500+ NET
ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;კორპორატიული ნომერი;Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით);საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
ძირითადი მოვალეობები:ელექტრო ნახაზების, სქემების და გეგმების მომზადება ტექნიკური დავალების შესაბამისად;ძალოვანი კარადების სქემების, ცალხაზოვანი დიაგრამების და განლაგებების დამუშავება;პროექტის ცვლილებების შესაბამისად ნახაზების დროული განახლება;საინჟინრო გადაწყვეტილებების ვიზუალური წარმოდგენა პროექტის მოთხოვნების მიხედვით;პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;თიმ ლიდერისა და ინჟინრების მითითებების შესაბამისად კორექტირებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით განათლება; მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება მხაზველის ან დამპროექტებლის პოზიციაზე;ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პროგრამული უნარჩვევები:AutoCAD; Revit-ის ცოდნა სასურველია; EPLAN-ის ცოდნა სასურველია; Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).BIM-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ მხაზველ-დამპროექტებელი’’ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი:https://www.insta.ge/ka/