← ყველა ვაკანსია

ბელბოი

Brim Tbilisi · თბილისი

სასტუმრო Brim Tbilisi, აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი) ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ძირითადი მოვალეობები: აკონტროლოს უნივერსალური გასაღების და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით; ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა; დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან; ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა; შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა; ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას; იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ; დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას. მოთხოვნები:აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: კარგი კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი. ანაზღაურება და პირობები: გრაფიკი: 12 საათიანი ( ორი სამუშაო / ორი დასვენების დღე ) 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) ; პროფესიული ტრენინგები; კვება;უნიფორმა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე info@brimtbilisi.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ბელბოი.

განაცხადის გაგზავნა →