← ყველა ვაკანსია

კლინიკის სამეურნეო სამსახურის უფროსი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი · თბილისი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკაში სამეურენო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მისამართი: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას ქ 76 ბ გრაფიკი: კვირის დღეებში 09:00 სთ - 18:00 სთ შაბათს 09:00-15:00 სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:კლინიკის შენობის, ინფრასტრუქტურისა და საერთო სივრცეების სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა;საინჟინრო-ტექნიკური სისტემების (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, კანალიზაცია და სხვ.) გამართულობის კონტროლი;გენერატორის, სარეზერვო ელექტროსისტემებისა და სამედიცინო გაზების, მათ შორის ჟანგბადის სისტემის, ტექნიკური მზადყოფნის კონტროლი;გეგმური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი;სამეურნეო ინვენტარისა და მასალების საჭიროებების განსაზღვრა, შეკვეთისა და აღრიცხვის ორგანიზება;დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და სხვა დამხმარე სამეურნეო სერვისების კოორდინაცია;შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოების კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;სამეურნეო, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური და საინჟინრო საკითხების საბაზისო ცოდნა;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dtmcvacancy@gmail.com ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში. ან დაგვიკავშირდით +99532800819

განაცხადის გაგზავნა →