გაყიდვების კონსულტანტი
Wilbour Holding
"გიგლსი" არის "ვილბურ ჰოლდინგში" შემავალი ერთ-ერთი კომპანია"ვილბურ ჰოლდინგის" მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.ვაცხადებთ გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, ლოკაციებზე: City Mall Saburtalo, Galleria Tbilisi, Tbilisi Mallსამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსიძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთანსათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვისმომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაშიგადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგებაპროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნებამომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულებამარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირებასაკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:ეფექტური კომუნიკაციის უნარებიქართული და ინგლისური ენების ცოდნასაოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნაორგანიზებულობა, დისციპლინურობადაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.