← ყველა ვაკანსია

მზარეული

Wilbour Holding

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.რესტორანი BRØD-ის სამზარეულოში ვეძებთ ახალ წევრებს, მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე | 09:00-18:00, 15:00-00:00ანაზღაურება: თვიური საშუალო 1400-1800 ლარი, გამოცდილების შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისადსამზარეულოს საოპერაციო პროცეუდრებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინებადაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგიჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება, HACCP-ის სტანდარტების მიხედვითკერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ-მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფახარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთანსამზარეულოს სრული ინვენტარის/მოწყობილობების ეფექტური ზედამხედველობადანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და „მიზან-პლასის“ კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფასაკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისადსამზარეულოს დასუფთავების პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრსაკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:პასუხისმგებლიანობაგუნდური მუშაობის უნარებიორგანიზებულობა, დისციპლინურობაეფექტური საკომუნიკაციო უნარებიმსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

განაცხადის გაგზავნა →