Underwriter
Tbc Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careersთუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს:
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ანდერაიტერის პოზიციაზე ტვირთებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ანდერაიტერის მთავარი ფუნქციები იქნება:
როგორც გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული, ასევე სატენდერო მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან; დაზღვევის პროცეს(ებ)ის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება; პროგრამული სისტემების გატესტვაში მონაწილეობის მიღება;სამუშაო პროცეს(ებ)ისა და სადაზღვევო პროიდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობა, ინიციატივების მომზადება;კონკრეტული მომხმარებლისთვის შესათავაზებელი სადაზღვევო პროდუქტის პარამეტრების განსაზღვრა;ზარალების განყოფილებასთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულების დაზღვევის პროდუქტებზე;დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;იცი ინგლისური ენა მაღალ დონეზე;იცი MS Office პროგრამები და მათ შორის Excel მაღალ დონეზე;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.