← ყველა ვაკანსია

სამკაულის კონსულტანტი

ცვარა

ქართული საიუველირო კოპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიაში. მდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე. სამუშაო დღეების რაოდენობა: კვირაში 3 ან 4 დღე (მეწყვილესთან შეთანხმებით). ანაზღაურება: თვეში ფიქსირებული 600 ლარი და აღნიშნულ ხელფასს დაემატება პროცენტული ანაზღაურება (ბონუსი) ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან. ძირითადი მოვალეობები: შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება, მაღაზიის სივრცეში წესრიგის შენარჩუნება. პერსონალური უნარები: ** ქართულ ენაზე სრულფასოვანი კომუნუკაციისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი. ** ინგლისურ ენაზე სასაუბრო დონეზე კომუნიკაციის უნარი. ** ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა. ** სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა. ** ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამ-დღიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com გისურვებთ წარმატებებს! "ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ.გვერდს: https://tsvara.com/

განაცხადის გაგზავნა →