← ყველა ვაკანსია

მოლარე- კონსულტანტი, მენეჯერი

ლიბრა

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის და მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში შემდეგ ლოკაციებზე: ** ქ.თბილისი ვაკე, ჭავჭავაძის 34 (პიქსელის შენობა) ** ქ.თბილისი ვაჟა ფშაველას გამზირი N 30ბ ** ქ.თბილისი დიდი დიღომი მენეჯერის პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნები: ** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. ** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა ძირითადი მოთხოვნები: ** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება ** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა ** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით ** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება ** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ ** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა ** გაყიდვების გეგმის შესრულება დამატებითი მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება: ** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი ** მომხმარებელთან ურთიერთობა ** გაყიდვების ტექნიკების ფლობა ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას ** კომფორტულ სამუშაო გარემოს ** მეგობრულ ატმოსფეროს სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება ** შრომის ანაზღაურება: 800 ლარიდან 1400 ლარამდე, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე librawignebi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

განაცხადის გაგზავნა →