← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

დეკოლაინი

"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების საფუძველზე BOQ-ის მომზადება; ** სამუშაოების მოცულობების დათვლა და გადამოწმება; ** მასალების რაოდენობებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრა; ** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ერთეულის ფასების განსაზღვრა; ** მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორებისგან ფასების მოძიება, შედარება და ანალიზი; ** სამუშაოსა და მასალის ღირებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა და პროექტის თვითღირებულების დათვლა; ** პროექტის სრული ბიუჯეტის მომზადება; ** არსებული BOQ-ების დეტალური შემოწმება და შესაძლო უზუსტობების/გამოტოვებული სამუშაოების იდენტიფიცირება; ** ცვლილებების (Variation Orders) შემთხვევაში დამატებითი/შემცირებული სამუშაოების ღირებულების დათვლა; ** პროექტის განხორციელების პროცესში ხარჯების კონტროლისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება; ** ტენდერებისა და კომერციული შეთავაზებებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ** რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილ ვადებში დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, მშენებლობის ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში; ** ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სამშენებლო-სარემონტო პროექტების BOQ-ის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი; ** სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა; ** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ფასების ცოდნა და ფასების მოძიების/შედარების გამოცდილება; ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი; ** მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი; ** ვადების დაცვის უნარი. სასურველია: ** AutoCAD-ის ცოდნა და ნახაზებიდან რაოდენობების ამოღების გამოცდილება; ** CostX, PlanSwift, Bluebeam ან მსგავსი პროგრამების ცოდნა; ** სახელმწიფო ან კერძო ტენდერებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება; ** საერთაშორისო/კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; ** სხვადასხვა ტიპის სარემონტო და კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საინტერესო და პასუხისმგებლობიან პოზიციას კომპანიაში, სადაც ხარჯთაღრიცხვა პირდაპირ უკავშირდება პროექტის კომერციულ შედეგს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.

განაცხადის გაგზავნა →