← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

დეკოლაინი

"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. მის: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N7 ძირითადი ფუნქცია: სარემონტო და სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოების და ინვენტარის დროულად და ხარისხიანად შესაძენად/მიწოდება. მთავარი მოვალეობები: ** მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების მიღება. ** ფასების შედარება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება მენეჯერისთვის. ** შეკვეთების განთავსება დამტკიცებული მომწოდებლებთან. ** მასალების მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ** მიღებული საქონლის შესაბამისობის შემოწმება შეკვეთასთან და ინვოისებთან. ** საწყობთან და პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია საჭირო მასალების რაოდენობისა და გადაცემის შესახებ. ** მენეჯერისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება. ** ტრანსპორტირების, მიწოდების ვადების და დეფიციტური მასალების მონიტორინგი. ** სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებები შესყიდვების განყოფილების ფარგლებში. საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: ** გამოცდილება ან სტაჟირება შესყიდვებში, ლოჯისტიკაში ან სამშენებლო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Excel-ისა და საბუთებთან მუშაობის კარგი ცოდნა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა; ** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების საბაზისო უნარები. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.

განაცხადის გაგზავნა →