← ყველა ვაკანსია

მთავარი ექთანი

რეპროარტი

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე. ვაკანტური პოზიციის დასახელება: მთავარი ექთანი ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23 სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30, შაბათი 09:30-15:00 ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** საექთნო პერსონალის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; ** ექთნების სამუშაო გრაფიკისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება; ** საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება; ** კლინიკის სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** საოპერაციო და საექთნო პროცესების გამართულად წარმართვის კონტროლი; ** სამედიცინო ინვენტარის, სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი; ** საექთნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების კონტროლი; ** ახალი თანამშრომლების ადაპტაციასა და სამუშაო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა; ** შიდა წესებისა და კლინიკური სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება; ** სხვა საორგანიზაციო საკითხების მართვა კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი; ** მთავარი ექთნის/უფროსი ექთნის ან შესაბამის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კარგი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები; ** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →