← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული სპეციალისტი

Enterprise Rent A Car

Enterprise Rent-A-Car არის საერთაშორისო ავტოგაქირავების ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის (Rental Administration Specialist) პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების ადმინისტრირებას, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური კონტროლი, შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით, როგორც გაქირავებამდე, ისე გაქირავების შემდგომ საკითხებზე; ** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების, გადაცემის აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შემოწმება; ** დასრულებული გაქირავების ხელშეკრულებების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება; ** საპატრულო და პარკირების ჯარიმების რეგულარული შემოწმება და ადმინისტრირება; ** ავტომობილით საზღვრის კვეთისთვის საჭირო მინდობილობებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება; ** ოფისში მოსული მომხმარებლების მომსახურება და გაქირავების პირობების გაცნობა საჭიროების შემთხვევაში; ** გაქირავების პროგრამაში ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვის კონტროლი; ** ავტოგაქირავების ყოველდღიურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის კარგი წერითი და სასაუბრო ცოდნა; ** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Outlook, Word და Excel-ის კარგი ცოდნა; ** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი; ** მომსახურების, ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ანაზღაურებას 2, 000-3, 500 ლარის ფარგლებში (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge

განაცხადის გაგზავნა →