← ყველა ვაკანსია

მენეჯერის ასისტენტი

პეპელა · აღმაშენებლის ხეივანი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 20 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, ˮპეპელაˮ 25საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ. პოზიცია: მენეჯერის ასისტენტი სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-9კმ. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება. ძირითადი მოვალეობები: ** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →