← ყველა ვაკანსია

სუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეული

სუშიკო

"რესტორანი სუშიკო", ქალაქ თბილისში - ვაკესა და საბურთალოზე, აცხადებს სუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეულის ვაკანსიას. გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს სუშის და ვოკის (აზიური ცხელების) მზარეულების პოზიციაზე - 4 ვაკანსია. დასაქმებულს ვთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ** დაწინაურების პერსპექტივას, ** პროფესიულ ზრდას, ** მეგობრულ გარემოს, ** დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ** ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას. პირობები: ** მიმზიდველი ხელფასი - ანაზღაურება 1 სამუშაო 8 საათიანი ცვლის 81 ლარი (net) დღის ცვლა, საღამოს ცვლა 85 ლარი (net); ** თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის; ** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. ** დღის ცვლა 11.00-19.00 და საღამოს ცვლა 19.00-03.00 (ღამის საათებში მომსახურება კორპორაციული ტაქსი) ასევე გვაქვს კვება კომპანიის ხარჯზე და კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სუშის ან ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით; ** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი; ** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება; ** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; ** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა; ** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში; ** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი. მოთხოვნები: ** სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით; ** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა; ** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად. ფუნქცია-მოვალეობები: ** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა; ** სისუფთავის კონტროლი; ** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com გთხოვთ, "საგანში" ჩაწეროთ ვოკის ან სუშის მზარეული. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →