მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
"ჩერნოვეცკის ფონდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან
თვიური ანაზღაურება: 6000 ლარი
მოვალეობები:
** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები) შემოსავლების სამსახურის პორტალზე, მიღება-ჩაბარების აქტები, კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
** ხელფასების დაანგარიშება და დარიცხვა;
** ოპერაციების გაფორმება 1C პროგრამაში;
** საბანკო ამონაწერებთან მუშაობა, კონტროლი;
** კონტრაგენტებთან შედარება, კონტროლი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფონდის ვებგვერდის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობა;
** ინკასაციის დოკუმენტაციის გაფორმება.
კანდიდატების მიმართ მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება და პასუხისმგებლობა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** აუდიტის გავლის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ჩვენი კადრების განყოფილების ელექტრონულ მისამართზე: mydreamwork999@gmail.com და წერილის თემაში მიუთითოთ "მთავარი ბუღალტერი".
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ იმ ადგილებისა და ადამიანების ტელეფონის ნომრები, სადაც მუშაობდით. ასევე შესანიშნავი იქნება, თუკი მოითხოვთ და წარადგენთ დახასიათებას წინა სამუშაო ადგილიდან.