ქოლცენტრის ოპერატორი
ჯორჯიან ეარვეის
ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;
** გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;
** ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბილეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.;
** ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);
** სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართებზე: hr@georgian-airways.com, n.gaiashvili@georgian-airways.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.