← ყველა ვაკანსია

რეკრუტერი

მასტერ კოფი · თბილისი

კომპანია ,,მასტერ კოფი'' აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დ.სარაჯიშვილის გამზ. (კონიაკის დასახლება); სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული; ანაზღაურება: 2000 –2,300 ლარი( NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის სრულ პროცესზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა და დროული დაკომპლექტება;კანდიდატების მოძიება სხვადასხვა რეკრუტინგული არხის გამოყენებით;ვაკანსიების განთავსება დასაქმების სხვადასხვა პლატფორმაზე;რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატების პირველადი შეფასება;სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება;კანდიდატების გამოცდილების, მოტივაციის, უნარებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა საკადრო საჭიროებების განსაზღვრისა და კანდიდატების წარდგენის მიზნით;კანდიდატებისთვის შერჩევის პროცესის ეტაპებისა და შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება;კანდიდატთა ბაზისა და ვაკანსიების სტატუსების წარმოება და განახლება;მასობრივი რეკრუტინგის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება;ახალი ლოკაციების გახსნის ან კომპანიის გაფართოების შემთხვევაში საჭირო პერსონალის დროული დაკომპლექტება;შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;MS Office / Google Workspace-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;Self-ის ან სხვა ATS/HR მუშაობის გამოცდილება;სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისა და შეფასების გამოცდილება;გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;ერთ-ერთი უცხო ენის ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ; პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაცია;პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;ჯანმრთელობის დაზღვევას;საწვავის ხარჯის ნაწილობრივ კომპენსაციას;კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეკრუტინგის სპეციალისტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →