← ყველა ვაკანსია

პროდუქციის მიმღები

sbmstore

"sbmstore" სპორტული პროდუქციის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სპორტულ ბრენდებს: JOMA, Kappa, SELECT, adidas, uhlsport, MUNICH SPORT და FESSURA. დღეს "sbmstore" აერთიანებს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ორიენტირებულია საქართველოში ხარისხიანი სპორტული პროდუქციისა და მომსახურების განვითარებაზე. "sbmstore" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმღების პოზიციაზე თბილისში. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე. გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი, შაბათი-კვირა დასვენება. კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ) ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი. ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლარი. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული პროდუქციის მიღება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება; ** პროდუქციის რაოდენობის, მოდელების, ზომებისა და მდგომარეობის შემოწმება; ** პროდუქციის მოწესრიგებულად განთავსება საწყობში; ** გამოვლენილი დანაკლისის ან დაზიანების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; ** პროდუქციის აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა. მოთხოვნები: ** ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი; ** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — მონაცემების შეყვანა, ძებნა, გაფილტვრა და მარტივი გამოთვლები; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: 015@sbm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "პროდუქციის მიმღები".

განაცხადის გაგზავნა →