← ყველა ვაკანსია

აღმასრულებელი დირექტორი

საკონდიტრო რაფაელო · ქუთაისი

"რაფაელო" — საკონდიტრო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. დღეს კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას. კომპანიის მართვისა და განვითარების ახალი ეტაპისთვის, "რაფაელო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია; ** კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა; ** საწარმოო, სავაჭრო და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად მართვა; ** დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია; ** მენეჯერული გუნდის მართვა, განვითარება და შედეგების კონტროლი; ** ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა; ** გაყიდვების, შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების მონიტორინგი; ** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსური შედეგების კონტროლში მონაწილეობა; ** პროდუქციის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** მარაგების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების კონტროლი; ** ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ზედამხედველობა; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება; ** კომპანიის წარმომადგენლობა პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში; ** აღმასრულებელ/გენერალურ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება საკონდიტრო, კვების, HoReCa, საცალო ვაჭრობის ან წარმოების სფეროში; ** დიდი გუნდის მართვის გამოცდილება; ** ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი; ** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები; ლიდერული და მენეჯერული უნარები; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი; ** ორგანიზებულობა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ დასაქმებას განვითარებად კომპანიაში; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაბამის უფლებამოსილებას; ** პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას. სამუშაო ადგილი: ქუთაისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV rafaelo.humanresource@gmail.com დაგვიკავშირდით: 555 216 514 გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია — "აღმასრულებელი დირექტორი".

განაცხადის გაგზავნა →