← ყველა ვაკანსია

სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი

TNET

შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე! ვებსაიტი: https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე) სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება: ** სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს; ** ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები; ** დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით. შენი როლი "თინეთში": ** ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; ** პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება; ** ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ: ** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** ფლობ საოფისე პროგრამების; ** გლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე. "თინეთში" დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

განაცხადის გაგზავნა →