← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება: ** სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება; ** ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა; ** ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა; ** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; ** მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება; ** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა); ** თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა; ** სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება); ** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული); ** საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი; ** სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება); ** ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი; ** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება; ** მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace); ** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაბელურობა და კორექტულობა; ** რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა. მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge. გისურვებთ წარმატებას! კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge

განაცხადის გაგზავნა →