← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის ხელმძღვანელი

სმოტორსი

კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: 4000 + ლარი "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის ხელმძღვანელს. თქვენი როლი იქნება კომპანიის ბრენდების ცნობადობის გაზრდა, საცალო მაღაზიების ქსელის მარკეტინგული მხარდაჭერა და B2B საბითუმო/სადისტრიბუციო და სპეცტექნიკის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება. ძირითადი მოვალეობები: ** საცალო და საბითუმო/სადისტრიბუციო მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა. ** სპეციალიზებული ტექნიკის რეალიზაციისთვის მიზნობრივი კამპანიების შექმნა სამშენებლო, საწარმოო და ლოგისტიკურ სექტორზე. ** სადისტრიბუციო ქსელსა და საცალო მაღაზიებში პროდუქციის სწორად პოზიციონირება, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა. ** სოციალური მედიის, საძიებო სისტემების კამპანიების მართვა როგორც ფართო მასებისთვის, ისე ვიწრო ბიზნეს-აუდიტორიისთვის. ** მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და დანახარჯების კონტროლი ** კომპანიის იდენტობის, იმიჯისა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორში. ** მაღაზიებისა და შოურუმების გარე და შიდა რეკლამების, ბანერების, კატალოგების, ფლაერებისა და ბრენდირებული აქსესუარების დიზაინისა და ბეჭდვის პროცესის ორგანიზება. ** პარტნიორ სტამბებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხარისხის და ვადების კონტროლი. ** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და გაყიდვების შედეგების მუდმივი ანალიზი; შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. (ავტოინდუსტრიაში, დისტრიბუციაში ან რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად). ** როგორც ფართო მასებთან, ისე ბიზნეს-კლიენტებთან (კორპორატიულ სექტორთან) კომუნიკაციის გამოცდილება. ** ციფრული და გაყიდვების მონაცემების ანალიზის უნარი (Google Analytics, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება). ** გუნდის მართვის, მოლაპარაკებებისა და პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი. ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან/და რუსული ენების კარგი ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის). თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →