← ყველა ვაკანსია

ბრენდ მენეჯერი

სმოტორსი

კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! პოზიციის დასახელება: ბრენდ მენეჯერი მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: 2000 ლარი სამუშაოს მოკლე აღწერა: ** კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე) ** საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა; ** გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა; ** მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად; ** შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია; ** დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება; ** ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი; ** დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად; ** კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა; ** საგარანტიო საკითხებში ჩართულობა; ** მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა) ** აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; ** ექსელის კარგად ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. ** ანაზღაურება - ფიქსირებული თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →