← ყველა ვაკანსია

ფილიალის მენეჯერი

კრაფტ ფუდი

"Craft Food" ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში. "Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით. "Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე. ** სამუშაო განაკვეთი: პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ (კვირაში 5-დან 2 დღე მენეჯერი მუშაობს ღამის სმენაში). ** ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი. ** ბენეფიტი: დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით, ღამის საათებში ტრანსპორტირება. ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი. ** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი. ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან. ** სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი. ** პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა. ** Self-Hr-ის პროგრამაში, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა, (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა. ** დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნები: ** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი ** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი ** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლიანობა ** პუნქტუალურობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 10 ოქტომბერი რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge. "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →