კურიერი
დელივერერსი
კომპანია "დელივერერსი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით. "დელივერერსი" არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებელზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების კომფორტული სამუშაო გარემო.
ვაკანსია: კურიერი (თბილისი)
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 12:00 - 23:00
დასვენების დღე: კვირა
ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია ეკონომიური)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება თითო ამანათის ჩაბარების მიხედვით: 3.5₾, 4₾, 5₾, 9₾, 15₾. აღნიშნული პირობებით საწვავის ხარჯი არ ფინანსდება. ანაზღაურება გაიცემა კვირაში ერთხელ.
ალტერნატიულად, კომპანია გთავაზობთ ფიქსირებული ანაზღაურების ვარიანტსაც: ყოველთვიური ხელფასი 1800₾ + 500₾ საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად.
სამუშაო არეალი:
** სანზონა, თემქა, მუხიანი.
** ისანი - სამგორის რაიონი.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტერიტორიის კარგი ცოდნა, სწრაფი გადაადგილების უნარი და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტაცია.
დაინტერესებულთათვის გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: deliverer@deliverers.ge
ტელეფონი: +995 511 744 646, (032) 2 220 225, +995 599 06 06 07
"დელივერერსი" ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას (ასაკობრივი, გენდერული, ეთნიკური, რასობრივი და სხვა).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.deliverers.ge