← ყველა ვაკანსია

პროექტების კოორდინატორის ასისტენტი

Carwiz Georgia · ბათუმი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში. კომპანია ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების თანამშრომლებისა და სტუმრების გადაყვანას დღე-ღამის საათებში, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მძღოლებისთვის დავალებების მიცემა და მათი კონტროლი; ** სასტუმროებთან ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლების/სტაფის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მათგან ინფორმაციის მიღება და მძღოლებისთვის გადანაწილება; ** ბათუმის უბნების მიხედვით თანამშრომლების ტრანსპორტში დაჯგუფება; ** კომპანიის მძღოლების მიერ შესრულებული ტრანსფერების რაოდენობის მიხედვით გამოყენებული საწვავის და სხვა სამუშაო დეტალების აღრიცხვა და კონტროლი; ** ყოველკვირეული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel საბაზისო დონეზე ცოდნა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მისამართების მაღალ დონეზე ცოდნა; ** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი; ** კარგი საკომუნიკაციო უნარები; ** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო ადგილი - ბათუმი (დისტანციური რეჟიმი). აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატი ცხოვრობდეს ბათუმში და იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას. სამუშაო საათები - 17:00 - 00:00 კვირაში 5 დღე. ანაზღაურება: 1500 ლარი. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@carwiz.ge

განაცხადის გაგზავნა →