B და D კატეგორიის მძღოლი
Carwiz Georgia · ბათუმი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას B და D კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე დღის და ღამის ცვლებში ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** კომპანიის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა მოდელის ავტომობილის (სედანი, მინივენი, მიკროავტობუსი) მართვა;
** სტუმრების დახვედრა-გაცილება აეროპორტში;
** სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლების ტრანსპორტირება კონკრეტულ მისამართებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (დღეგამოშვებით ღამის საათებში), თვის განმავლობაში მინიმუმ 15 სამუშაო ცვლა;
** ანაზღაურება B კატეგორიის მძღოლი - 80 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები);
** ანაზღაურება D კატეგორიის მძღოლი - 100 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები).
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@carwiz.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.