← ყველა ვაკანსია

არქიტექტორი

ბათუმი ინვესტმენტი · ბათუმი

სამშენებლო კომპანია შპს "ბათუმი ინვესტმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00; ** ანაზღაურება: 5, 000 ლარი; ** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა; ** ადგილმდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, ხიმშიაშვილის ქ #1. ჩვენ გთავაზობთ: ** თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდის პერსპექტივას. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. ძირითადი მოვალეობები: ** არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა; ** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება; ** არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა; ** სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება 41-ე დადგენილება და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით (მუნიციპალიტეტში წარსადგენად); ** ბინების დიზაინის და მუშა ნახაზების მომზადება; ** მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება; ** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად; ** სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი; ** არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე; ** მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა; ** AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება); ** სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა; ** Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ltd.batumiinvestment@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით. კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →